ცოტა ხნის წინ ბუნდესლიგის 34-ე ტური დასრულდა, სადაც ბაიერნმა ძალიან დრამატულ ბრძოლაში მოახერხა და ჩემპიონობა ბოლო წუთებზე მოიპოვა - ტუხელის გუნდმა კიოლნი გასვლაზე 1-2 დაამარცხა, პარალელურ შეხვედრაში კი დორტმუნდმა საკუთარ მოედანზე მაინცს ვერ მოუგო (2:2).
მატჩების დასრულებისთანავე დადასტურდა, რომ ოლივერ კანიც და ჰასან სალიჰამიჯიჩის დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს - ამიერიდან ახალი აღმასრულებელი დირექოტრის პოსტს კლუბის ყოფილი ფინანსისტი იან-კრისტიან დრეზენი დაიკავებს.
ჟურნალისტებთან საუბრისას, ტომას მიულერი გაკვირვებული იყო კანისა და სალიჰამიჯიჩის გათავისუფლების ფაქტით:
"ეს ყველაფერი ახლა მოხდა? საფინალი სასტვენიდან ერთი წუთის შემდეგ? აქამდე არაფერი ვიცოდი ამის შესახებ", - განაცხადა მიულერმა.