ბუნდესლიგის 34-ე ტური ძალიან დრამატული გამოდგა - ბაიერნმა ძალიან დრამატულ ბრძოლაში მოახერხა და ჩემპიონობა ბოლო წუთებზე მოიპოვა. ტუხელის გუნდმა კიოლნი გასვლაზე 1-2 დაამარცხა, პარალელურ შეხვედრაში კი დორტმუნდმა საკუთარ მოედანზე მაინცს ვერ მოუგო (2:2).
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალსიტებთან კომენტარი ტომას მიულერმაც გააკეთა:
"ნამდვილად არ ვაპირებ ბოდიშის მოხდას ტიტულის მოგებისთვის და ამის გამო ბედნიერი ვარ, მაგრამ როცა სხვებზე ფიქრობ, ვწუხვარ (მათ გამო, იგულისხა დორტმუნდი) - მიუხედავად იმისა, რომ ეს არ სურთ, ან არ სჭირდებათ ჩემგან.
მე ნამდვილად არ მსურს საკუთარი თავი დიდსულოვან ადამიანად წარმოვაჩინო, მაგრამ ეს მათთვის რთულია და მესმის", - განაცხადა მიულერმა.