"ჩემი მთავარი მიზანი ეს იქნება" - დრეზენის პირველი ვრცელი კომენტარი პოსტზე დანიშვნის შემდეგ

"ჩემი მთავარი მიზანი ეს იქნება" - დრეზენის პირველი ვრცელი კომენტარი პოსტზე დანიშვნის შემდეგ

მოგეხსენებათ, მიუნხენის ბაიერნმა ოლივერ კანიც და ჰასან სალიჰამიჯიჩის დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა - ამიერიდან ახალი აღმასრულებელი დირექოტრის პოსტს კლუბის ყოფილი ფინანსისტი იან-კრისტიან დრეზენი დაიკავებს.

დრეზენმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე არაერთ საინტერესო თემაზე გაამახვილა ყურადღება:

"მე და მისტერ ჰაინერმა ბევრი ვილაპარაკეთ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში - როცა გაქვს შანსი გახდე უდიდესი გერმანული კლუბის აღმასრუებელი დირექტორი, უნდა დათანხმდე, რადგან ასეთი შანსი ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ გეძლევა, მეც დიდი დრო არ დამჭირვებია და შემოთავაზებას მალევე თანხმობით ვუპასუხე.

მტკიცედ მჯერა, რომ რაც მოედანზე ხდება, ის გუნდზე შიგნიდანაც აისახება - როცა ადამიანები სიამოვნებით მუშაობენ ერთად და მათ შორის ნდობაა, ასეთ შემთხვევაში როგორც გუნდი უკეთ მოქმედებ. ვხედავ, რომ ჩემი ერთ-ერთი მტავარი ამოცანა ამის გაკეთება იქნება, გარდა ამისა, ძალიან მსიამოვნებს გულშემატკივრებთან სიახლოვე.

აქ მშვენიერი წლები გავატარა და ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება ჩემ ცხოვრებაში, 10 წლის წინ მიღებული. მსურს სამეთვალყურეო საბჭოს ამ შესაძლებლობისთვის მადლობა გადავუხადო.

ცხადია სამუშაო მარტივი არ იქნება, მაგრამ ამ გამოწვევას სულმოუთმენლად ველოდები!
", - განაცხადა დრეზენმა.


28-05-2023, 15:00
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 44 8 36 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 10 2 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 9 2 6 1
5
თომას მიულერი
გოლი: 7 1 5 1
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 11 3 8 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 9 1 7 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0