ბუნდესლიგის 34-ე ტური დრამატული გამოდგა - ბაიერნმა ძალიან დრამატულ ბრძოლაში მოახერხა და ჩემპიონობა ბოლო წუთებზე მოიპოვა.
აღნიშნული გამარჯვებით, ტომას მიულერი ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი მოთამაშე გახდა - გერმანელმა შემტევმა ქვეყნის პირველობა 12-ჯერ მოიგო, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.
ცნობისთვის, 33 წლის შემტევმა ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 27 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც თავის გამოჩენა 7 გოლითა და 8 საგოლე გადაცემით მოახერხა.