მოგეხსენებათ, მიუნხენის ბაიერნის მცველის, ალფონსო დევისის მომავალი ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის - კანადელ მცველს რეკორდმაისტერთან არსებული კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.
კითხვაზე, აპირებს თუ არა ფონზი კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას, 22 წლის ფეხბურთელის აგენტმა შემდეგნაირად უპასუხა:
"ბაიერნში ცოტათი ქაოტური პერიოდია - არ ვიცი როდის და ვის დაველაპარაკებით. ბოლო პერიოდში, კლუბში გაურკვევლობა სუფევს, სწორედ ამიტომ, შესაძლოა 2024-მდე დავიცადოთ და შემდეგ...", - განაცხადა აგენტმა და საკითხი ღია დატოვა.
ცნობისთვის, დევისის მიმართ ინტერესს მადრიდის რეალი იჩენს და სამომავლოდ მას მარცხენა მცველის პოზიციაზე პრობლემის მოგვარების გზად მიიჩნევს.