მოგეხსენებათ, ლაიმერის ბაიერნში ტრანსფერი ჯერ კიდევ ზამთარში გადაწყდა, თუმცა მხარეებმა ტრანსფერი ოფიციალურად დღეს გამოაცხადეს.
გერმანული გამოცემა BILD-ის ინფორმაციით, ფოტო, რომელზეც ლაიმერი ხელს აწერს კონტრაქტს, გადაღებულია წლის დასაწყისში (იანვარ-თებერვლის თვეში), რადგან როგორც უკვე ავღნიშნეთ, გარიგება დიდი ხანია შედგა. საინტერესო კი ისაა, რომ ჰასან სალიჰამიჯიჩიც იქ იმყოფებოდა, ახლა კი მისი პოსტიდან გათავისუფლების გამო ფოტოდან მისი მოჭრა მოუწიათ.