ხვალ, გერმანიის ნაკრები მოირგ ამხანაგურ შეხვედრას, ამჯერად პოლონეთის წინააღმდეგ გამართავს - მიუნხენის ბაიერნის მოთამაშეებს ყოფილ თანაგუნდელთან, რობერტ ლევანდოვსკისთან დაპირისპირება მოუწევთ.
მატჩამდე ერთი დღით ადრე გამართულ პრესკონფერენციაზე ლევანდოვსკისთან შეხვედრაზე ჯამალ მუსიალამც ისაუბრა:
"რობერტისკან ბევრი რამ ვისწავლე, მიუხედავად იმისა, რომ კლასიკურად #9-ზე მოთამაშე ფორვარდი არ ვარ - მისგან კარგად ვისწავლე თუ საიდან შეიძლება გოლების გატანა.
ვარჯიშებზე თავის სათამაშო ხარისხს მუდმივად აჩვენებდა, ის კარგი მაგალით იყო ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის", - აღნიშნა მუსიალამ.