ბოლო პერიოდში სადიო მანეს არაბეთში გადაბარგებაზე გერმანიაში ბევრს წერდნენ - აღნიშნულ ინფორმაციას სენეგალელი ფეხბურთელის აგენტი ბაკარი სისეც გამოეხუამრა და გავრცელებული ჭორები უარყო.
"შემოთავაზებები ალ აჰლისა და საუდის არაბეთის სხვა კლუბებიდან? ეს სიმართლე არ არის - ამ მომენტამდე არანაირი კონტაქტი არ ყოფილა", - აღნიშნა სისემ.