7 ივლისს, რესტორან „კარი“-ში betlive Master League-ის პრეზენტაცია გაიმართა. „ბეთლაივსა“ და „მასტერ ლიგას“ შორის გაფორმებული ორწლიანი მემორანდუმი თბილისსა და რეგიონებში ფეხბურთის განვითარებას, ფეხბურთის სამოყვარულო ჩემპიონატის ყველა საჭირო რესურსით უზრუნველყოფას, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას, მედია მხარდაჭერასა და ზოგადად, ქართულ სპორტთან თანადგომას ითვალისწინებს. განახლებული ფორმატით, ტურნირი თბილისში, ქუთაისში, დუშეთსა და კაჭრეთში გაიმართება.
„მასტერ ლიგა“ ქართული სამოყვარულო ფეხბურთის ყველაზე წარმატებული პროდუქტია, რომელიც სპორტის ამ სახეობით დაინტერესებულ ადამიანებს დაძაბულ, სანახაობრივ და ორგანიზებულ ტურნირს სთავაზობს. მასში მონაწილეობას როგორც მოყვარულები, ასევე პროფესიონალები, მათ შორის საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელებიც იღებენ.
„მასტერ ლიგასთან“ შეთანხმებით, „ბეთლაივი“ კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართული სპორტის ფინანსური და მედია მხარდაჭერა კომპანიის სტრატეგის უცვლელი ნაწილია. მიმდინარე წელს, კომპანიამ რაგბის კავშირთან, ძიუდოს, ჩოგბურთისა და მძლეოსნობის ფედერაციებთან, ასევე კალათბურთის სამოყვარულო ლიგასთან ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტს მოაწერა ხელი. პარალელურად, „ბეთლაივის“ ბრენდის ამბასადორები გამორჩეული ქართველი სპორტსმენები, სანდრო მამუკელაშვილი, დავით ნინიაშვილი და ამირან გოგოლაძე გახდნენ. კომპანიის განცხადებით, „ბეთლაივი“, როგორც ინოვატორი კომპანია, გულშემატკივარს არაერთ საერთო, საინტერესო პროექტს შესთავაზებს.