ყველაფერი ძალიან რეალურია - რომელი გზით შეუძლია მამარდაშვილს ბაიერნში მოხვედრა?

ყველაფერი ძალიან რეალურია - რომელი გზით შეუძლია მამარდაშვილს ბაიერნში მოხვედრა?

მოგეხსენებათ, მანჩესტერ იუნაიტედი დავიდ დე ხეამ დატოვა, კლუბი კი მისი შემცვლელის აქტიურ ძიებაშია.

თითქმის ყველა გამოცემა და ცნობილი ჟურნალისტი წერს, რომ მანჩესტერის ახალი მეკარე ანდრე ონანა უნდა გახდეს, რომელსაც ინტერი სარფიანი შემოთავაზების სანაცვლოდ შეელევა.

თავის მხრივ, ნერაძურის ახალი მეკარის ყიდვაც სურს, ბაიერნის იან ზომერი კი კარგი გამოსავალია, თანაც 2 მიზეზის გამო. პირველი ისაა, რომ ზომერი გამოცდილია და ზურგს უმაღლეს დონეზე ნათამაშები წლები უმაგრებს, მეორე კი მის ფასს უკავშირდება. როგორც დაიწერა, ინტერს შვეიცარიელ მეკარეში მხოლოდ და მხოლოდ 9 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.

სიტუაცია თუ ასეთი სცენარით განვითარდა, მაშინ მიუნხენის ბაიერნს დარჩება მეკარე, რომლის შეძენაც როგორც მანჩესტერს, ისე ინტერსაც სურდა, - ეს გიორგი მამარდაშვილია.

Sky-ის ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი წერს, რომ ზომერის ინტერში წასვლა გზას სწორედ მამარდაშვილს გაუხსნის. ახლა მთავარი ისაა, რომ ვალენსიამ ქართველ მეკარეში იმაზე მეტი არ მოითხოვოს, ვიდრე მანამდე არაოფიციალურ დონეზე სახელდებოდა (25-30 მილიონი ევრო).


10-07-2023, 20:02
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 44 8 36 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 10 2 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 9 2 6 1
5
თომას მიულერი
გოლი: 7 1 5 1
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 11 3 8 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 9 1 7 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0