მიუნხენის ბაიერნის ყოფილმა და ამჟამად პსჟ-ს ფრანგმა მცველმა, ლუკას ერნანდესმა მედიასთან ინტერვიუში ყოფილ კლუბზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა:
"ბაიერნი ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია მსოფლიოში. მე მომეცა შანსი და შესაძლებლობა იქ 4 წლის განმავლობაში მეთამაშა და მათთან ერთად ყველაფერი მომეგო, მაგრამ ცხოვრებაში კიდევ ერთი გამოწვევა მჭირდებოდა.
მინდა პსჟ-სთან ერთად ის ისტორია დავწერო, რომელიც აქამდე ამ კლუბმა ვერ დაწერა და ჩემპიონთა ლიგა მოვიგო.
ბაიერნში დარჩენის შესაძლებლობაც მქონდა, მაგრამ პსჟ-ს ინტერესმა და კლუბის ამბიციურმა პროექტმა საბოლოოდ აქ გადმოსვლაში დამარწმუნა", - განაცხადა ერნანდესმა.