მოგეხსენებათ, 45 წლის ასაკში ლეგენდარულმა მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც იწერება, იტალიელმა კარის დარაჯმა საუდის არაბეთიდან სარფიანი შეთავაზება მიიღო, რაც ანაზღაურების სახით, ორ წელიწადში 30 მილიონ ევროს გულისხმობდა, თუმცა, ბუფონმა საბოლოოდ უარი თქვა.
ჯანლუიჯი ბუფონის ფეხბურთიდან წასვლას რა თქმა უნდა ბაიერნის და გერმანიის ნაკრების მეკარეც, მანუელ ნოიერიც გამოეხმაურა.
"ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ", - წერს ნოიერი სოციალურ ქსელში.