მოგეხსენებათ, რობერტ ლევანდოვსკის გუნდიდან წასვლის შემდეგ, ბაიერნის გამოკვეთილი ვარსკვლავი ფორვარდი არ ჰყოლია - ყოველივე ამაზე კომენტარი გუნდის გერმანელმა ვინგერმა, ლეროი სანემაც გააკეთა:
"ევროპაში ყოველთვის იყვნენ კლუბები, რომლებიც გამოკვეთილი 9-იანის გარეშეც აღწევდნენ წარმატებას, ასე რომ ამ თემას მე არ განვაზოგადებ.
აქვე იმასაც ვიტყოდი, რომ ურიგო ნამდვილად არ იქნება, თუ რეალურად კარგი გამოკვეთილი ფორვარდი გეყოლება, როგორც წინასწარი ვარიანტი", - აღნიშნა სანემ.
შეგახსენებთ, რომ ბაიერნი ჰარი კეინის გადმობირებაზე აქტიურად მუშაობს და შეთანხმების მიღწევას უახლოეს პერიოდში გეგმავს.