მიუნხენის ბაიერნის ინსაიდერის და Sky Sports-ის ჟურნალისტის, ფლორიან პლეტენბერგის თქმით, ტომას ტუხელის გუნდმა ტოტენჰემს ჰარი კეინის ტრანსფერის თაობაზე საბოლოო შეთავაზება გაუგზავნა.
საუბარია 100 მილიონ ევროზე + ბონუსები - გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, წინადადების განსახილველად და საბოლოო პასუხისთვის ბაიერნი ტოტენჰემს რამდენიმე საათს აძლევს, შესაბამისად, ყველაფერი დღის ბოლომდე უნდა გაირკვეს.