მიუნხენის ბაიერნის სამხრეთ კორეელმა მცველმა, კიმ მინ ჯემ ნიდერლანდელ თანაგუნდელზე, მატიას დე ლიხტზე ისაუბრა.
"დე ლიხტზე თვალის დევნება ყურადღებით მას შემდეგ დავიწყე, რაც მან იტალიაში კარგი სეზონი ჩაატარა. როდესაც გავიგე, რომ ბაიერნი იყო ჩემით დაინტერესებული პირველი დე ლიხტი გამახსენდა, რადგან მისი პირველი სეზონი ბაიერნში ძალიან კარგი გამოვიდა", - აღნიშნა კიმმა.