მანჩესტერ იუნაიტედი ბენჟამინ პავარის ტრანსფერზე მუშაობს - ინფორმაციას ამის თაობაზე თითქმის ყველა გერმანული გამოცემა ავრცელებს.
როგორც იწერება, მანჩესტერ იუნაიტედი მზად არის ჰარი მაგუაიერის ტრანსფერიდან მიღებული თანხით, ფრანგი მცველი შეიძინოს - გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფეხბურთელი ინგლისურ კლუბთან პირად მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს და ყველა მხარე აქტიურად მუშაობს იმაზე, რომ სიტყვიერი შეთანხმება იქნეს მიღწეული.
თავის მხრივ, ტომას ტუხელს და ბაიერნის ხელმძღვანელობას პავარის შენარჩუნება სურთ, ეს ყოველივე კი განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც კაი უოკერის ტრანსფერი არ გამოვიდა.