ბაიერნმა ჰარი კეინის ტრანსფერის თაობაზე საბოლოო შეთანხმებას მიაღწია - ინფორმაციას ამაზე TheAthletic-ის ჟურნალისტი, დევიდ ორნშტეინი ავრცელებს.
წყაროს მტკიცებით, რეკორდმაისტერის 100 მილიონზე ოდნავ მეტი შეთავაზება ტოტენჰემმა მიიღო.
ტრანსფერის გაოფიციალურებამდე დარჩა მხოლოდ ერთი რამ: ჰარი კეინის საბოლოო გადაწყვეტილება და სურვილი, რომელსაც უახლოეს საათებში გავიგებთ.
წინასწარი მოლოდინებით კი ინგლისელ ფეხბურთელს კარიერის გერმანიაში გაგრძელება ძალიან უნდა.