ჰარი კეინის ტრანსფერის შეთანხმების შემდეგ, მიუნხენის ბაიერნი გულშემატკივრებს მორიგ სიგიჟეს უმზადებს - ინფორმაციას ამის თაობაზე Football Daily ავრცელებს.
წყაროს მტკიცებით, ტომას ტუხელის გუნდი ბრაიტონის ნახევარმცველის, მოიზეს კაისედოს ტრანსფერისთვის ბრძოლაში ჩაერთო და კონკურენციის გაწევას ლივერპულის და ჩელსის წინააღმდეგ ეცდება.
როგორც იწერება, ბრაიტონი 21 წლის ფეხბურთელის ტრანსფერის სანაცვლოდ 100 მილიონი ევროს მიღებას გეგმავს.