გერმანული მედიის ინფორმაციით, ბაიერნს ჰარი კეინის დასახვედრად ყველაფერი მზად აქვს (სამედიცინო შემოწმება, პრეზენტაცია და სხვა დეტალები) - მიუხედავად იმისა, რომ ტომას ტუხელის გუნდმა ტოტენჰემთან ამ ტრანსფერზე შეთანხმებას უკვე მიაღწია, მთელი საფეხბურთო სამყარო კეინის მწვანე შუქს ელოდება, რათა ტრანსფერი გაოფიციალურდეს.
მედიაში ბოლო საათების განმავლობაში აქტიურად ვრცელდება ჭორები იმის თაობაზე, რომ ინგლისელ მცველს ბოლო მომენტში ახალი, მეტად მიმზიდველი ვარიანტი გამოუჩნდა და ამით ხსნიან კეინის ყოყმანს.
ჯერჯერობით კონკრეტული არაფერია ცნობილია და მოლოდინის რეჟიმში ვართ.