დღეს, გერმანიის სუპერ-თასის ფინალში მიუნხენის ბაიერნი საკუთარ მოედანზე ლაიპცგის უმასნიძლებს.
მატჩამდე ცოტა ხნით ადრე, ბუნდესლიგის ოფიციალური ვებგვერდი ტომას ტუხელის გუნდის სავარაუდო სასტარტო თერთმეტეულს ასახელებს.
ბაიერნი (4-2-3-1): ულრაიხი - პავარი, კიმი, დე ლიხტი, დევისი - კიმიხი, ლაიმერი - სანე, მუსიალა, კომანი - გნაბრი.
ცნობისთვის, ძალიან მაღალია იმის ალბათობა, რომ აღნიშნულ შეხვედრაში კეინმაც მიიღოს მონაწილეობა, რადგან ინგლისელი ფორვარდი ბაიერნმა განაცხადში შეიყვანა - ყველაფერი საბოლოოდ მთავარ მწვრთნელზე და მის სურვილზე იქნება დამოკიდებული.