მიმდინარე ზაფხულის მთავარი სატრანსფერო საგა დასრულებულია - მიუნხენის ბაიერნმა ჰარი კეინი გულშემატკივრებს ოფიციალურად წარუდგინა.
ინგლისელმა ფორვარდმა რეკორდმაისტერთან 4 წლიანი კონტრაქტი გააფორმა და მედიასთან არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა, მათ შორის, თანამემამულე კაი უოკერის გადაწყვეტილებაზეც - რომელმაც (ჯერჯერობით ყოველშემთხვევაში) მიუნხენის ბაიერნში გადმოსვლა არ ისურვა და მანჩესტერ სიტისთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე სერიოზულად ფიქრობს.
"ჯერ კიდევ ვერ მოვახერხე მასთან დაკავშირება - აუცილებლად დაველაპარაკები, როცა ეროვნული გუნდი შევიკრიბებით. თუ მან დარჩენა გადაწყვიტა, ეს მისი გადაწყვეტილებაა და პატივი უნდა ვცეთ ამას", - განაცხადა კეინმა.