მოგეხსენებათ, ინგლისის ნაკრების ფორვარდმა ჰარი კეინმა მიუნხენის ბაიერნთან 4 წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ახალი სეზონიდან გერმანული კლუბის მაისურით შეუტევს.
30 წლის ფორვარდმა მედიასთან საკუთარ მიზნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველა ტიტულის მოგება სურს.
"ჩემი მიზანი ყველა შესაძლო ტიტულის მოგებაა, რისი შანსიც ამ სეზონში გვექნება. ამის ნახვა ყველას სურს მიუნხენში და ვფიქრობ, რომ თუ სეზონის ბოლოსთვის ყველა ტიტულს არ მოვიგებთ, კლუბი და გულშემატკივარი იმედგაცრუებული დარჩება", - აღნიშნა კეინმა.