ალ ჰილალი იასინ ბონოს ტრანსფერის დახურვასთან ძალიან ახლოსაა - ინფორმაციას ამის თაობაზე მსოფლიში ყველაზე გავლენიანი სპორტული ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
ფაბრიციოს თქმით, მაროკოელი მეკარის ტრანსფერით ბაიერნიც იყო დაინტერესებული, თუმცა არაბული კლუბის შეთავაზების შემდეგ (18-19 მილიონი ევრო), ტუხელის გუნდმა რბოლიდან გამოთიშვა გადაწყვიტა.
თავის მხრივ, მედიაში აქტიურად იწერება ბაიერნის მხრიდან ორი მეკარის ინტერესზე: სტეფან ორტეგა (მანჩესტერ სიტი) და დე ხეა, რომელიც იუნაიტედის დატოვების შემდეგ უგუნდოდაა.