გერმანიის ჩემპიონატის პირველ ტურში მიუნხენის ბაიერნი გასვლაზე ვერდერს დაუპირისპირდა და მეტოქე 0:4 დაამარცხა.
აღნიშნულ შეხვედრაში სადებიუტო გოლი გაიტანა ჰარი კეინმა, დუბლი მიითვალა ლეროი სანემ, ხოლო საბოლოო ანგარიში შეცვლაზე შემოსულმა მატის ტელმა დააფიქსირა.
კეინის სადებიუტო შეხვედრა ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმაც შეაფასა:
"ამ პერფომანსზე კარგის თქმა არ კმარა - ის აბსოლუტურად შესანიშნავი იყო. კეინის გუნდში ყოფნა და ის, თუ როგორი მონდომებით ვარჯიშობს, უბრალოდ საოცარია.
მან პირველივე მატჩში მოახერხა და ჯერ საგოლე გადაცემა შეასრულა, მალევე კი გოლიც მიითვალა - იმედია ასე გააგრძელებს", - აღნიშნა ტუხელმა.