მიუნხენის ბაიერნის ხორვატი მცველი, იოსიპ სტანისიჩი ბაიერ ლევერკუზენს 1 წლიანი იჯარის წესით შეურთდება.
ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლებას - როგორც ჩანს, ბაიერნი ბენჟამინ პავარს ამ სეზონში აღარ გაყიდის და მომავალ ზაფხულს უფასოდ გაუშვებს, ხოლო სტანისიჩი ფრანგ მცველს ჩაანაცვლებს.
ცნობისთვის, 23 წლის მარჯვენა მცველი გერმანულ Transfermarkt-ს 12 მილიონ ევროდ ჰყავს შეფასებული.