ფულემის ჩამშლელი ნახევარმცველი ჟოაო პალინია ამჟამად ბაიერნის მთავარი სატრანსფერო სამიზნეა - ადგილობრივი გამოცემების მტკიცებით, კლუბის მთელი ყურადღება სატრანსფერო ფანჯრის ამოწურვამდე სწორედ ამ ტრანსფერზეა მიპყრობილი.
როგორც იწერება, ტუხელის გუნდმა ინგლისურ კლუბს შეთავაზება უკვე გაუკეთა - ფულემი ფეხბურთელის სანაცვლოდ დაახლოებით 70 მილიონ ევროს ითხოვს, თუმცა, თუ ბაიერნი მოთამაშესთან შეთანხმებას მიაღწევს, არ არის გამორიცხული სატრანსფერო თანხამ დაიწიოს.
გერმანულ გრანდს ტრანსფერი ტომას ტუხელმა მოთხოვა, რადგან გერმანელი სპეციალისტი 28 წლის მოთამაშის დიდი გულშემატკივარია და დეკლან რაისის ჩაშლილი ტრანსფერის შემდეგ, მისი გაფორმება გადაწყვეტილი აქვს.