გერმანიის ნაკრების თავკაცმა ჰანს ფლიკმა სექტემბრის სანაკრებო მატჩებისთვის 24 კაციანი სია დაასახელა, სადაც, ბევრისთის მოულოდნელად ლეონ გორეცკა ვერ მოხვდა.
ყოველივე ამაზე კომენტარი თავად ფეხბურთელმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ მწვრთნელის გადაწყვეტილებით იმედგაცრუებული დარჩა.
"თქვენ კარგად იცით თუ როგორი საამაყოა ჩემთვის გერმანიის ნაკრებში თამაში. იმედგაცრუებული ვარ მწვრთნელის გადაწყვეტილებით, რომ არ გამომიძახა.
გასული რამდენიმე კვირა განსაკუთრებით კარგად ვგრძნობდი თავს და ძალიან ბევრს ვშრომობდი, რათა ნაკრებს დავხმარებოდი და წარმატებაში ჩემი წვლილი შემეტანა.
ამავდროულად, ვალდებული ვარ მწვრთნელის გადაწყვეტილება მივიღო და ყოველდღიური მძიმე შრომა გავაგრძელო.
ნაკრებს წარმატებებს ვუსურვებ მოახლოებულ მატჩებში და რა თქმა უნდა მათ საქომაგოდ ვემზადები - ევროპის ჩემპიონატისთვის ყველანი დაგვჭირდებით, მადლობა მხარდაჭერისთვის", - განაცხადა გორეცკამ.