საფრანგეთის ქალაქ მონაკოში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა, სადაც მიუნხენის ბაიერნის მეტოქეები გაირკვა.
გერმანული გრანდი A ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები შემდეგი გუნდები იქნებიან:
A ჯგუფი:
1. ბაიერნი (გერ)
2. მანჩესტერ იუნაიტედი (ინგ)
3. კოპენჰაგენი (დან)
4. გალათასარაი (თურ)
წილისყრას მიუნხენის ბაიერნის მთავარი მწვრთნელი, ტომას ტუხელი მცირე კომენტარით გამოეხმაურა:
"ჩემპიონთა ლიგაზე ყველა მეტოქე გამოწვევაა, რომელსაც დიდი ენთუზიაზმითა და თავდადებით ვიღებთ. მანჩესტერ იუნაიტედი, კოპენჰაგენი და გალათასარაი ძალიან მიმზიდველი მეტოქეები არიან როგორც გუნდისთვის, ასევე გულშემატკივრებისთვის.
ველოდებით, როდის დაიწყება "საქმეები" ევროპაში", - აღნიშნა ტუხელმა.
ცნობისთვის, დანიური კოპენჰაგენის ღირსებას საქართველოს ნაკრების მცველი, დავით ხოჭოლავა იცავს.