მიუნხენის ბაიერნმა ფულემთან ჟოაო პალინიას ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებას უკვე მიაღწია - ფეხბურთელი მიუნხენში იმყოფება და სამედიცინო შემოწმებას გადის, მისი აგენტი და მამა ბაიერნის საწვრთნელ ბაზაზე შენიშნეს.
სატრანსფერო თანხა დაზუსტებული არ არის, მაგრამ გერმანული გამოცემები ირწმუნებიან, რომ ტუხელის გუნდი ფეხბურთელის სანაცვლოდ 58 მილიონ ევროს გადაიხდის + ბონუსებიც.
ცნობისთვის, პალინია 28 წლის პორტუგალიელი ჩამშლელი ნახევარმცველია.