როგორც მოგახსენეთ, მიუნხენის ბაიერნმა ფულემთან ჟოაო პალინიას ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებას უკვე მიაღწია - ფეხბურთელი მიუნხენში იმყოფება და სამედიცინო შემოწმების გასავლელად ემზადება, მისი აგენტი და მამა ბაიერნის საწვრთნელ ბაზაზე შენიშნეს.
მთელი დღის განმავლობაში იწერებოდა, რომ ბაიერნი ჟოაო კანსელოს იჯარის წესით დამატებას აპირებდა და მანჩესტერ სიტისთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა, რაც საბოლოო ჯამში ტყუილი აღმოჩნდა - პორტუგალიელი მცველი 99%-ით კარიერას ბარსელონაში გააგრძელებს.
გერმანული გამოცემების მტკიცებით, ბაიერნი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ახალ ფეხბურთელს აღარ დაიმატებს, თუმცა, ჭორის დონეზე რამდენიმე ვარიანტზე კვლავ იწერება.
ცნობისთვის, გერმანიაში სატრანსფერო ფანჯარა ოფიციალურად დღეს, საღამოს 8 საათზე დასრულდება.