სანაკრებო მატჩების შემდეგ, მიუნხენის ბაიერნი საკუთარ მოედანზე 15 სექტემბერს ლევერკუზენს უმასპინძლებს.
აღნიშნულ შეხვედრაზე კომენტარი სტუმართა გუნდის ნახევარმცველმა, გრანიტ ჯაკამაც გააკეთა: "ჩვენ არ გვეშინია და მიუნხენში მხოლოდ დაცვითი ფეხბურთის სათამაშოდ არ მივდივართ. გვსურს, რომ ამ მატჩისგან რაღაც მივიღოთ და ძალიან ძლიერ გუნდთან თამაშით ვნახოთ, თუ სად ვართ რეალურად ახლა", - განაცხადა ჯაკამ.
ხსენებული შეხვედრა თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება.