გერმანიის ეროვნული ნაკრების და კატალონიის ბარსელონას მეკარემ, მარკ ანდრე ტერ შტეგენმა ნაკრებში არსებულ კონკურენციაზე და მანუელ ნოიერის გამოჯანმრთელებაზე ისაუბრა.
"ამ მომენტში ნაკრებში #1 მეკარე მე ვარ და ეს შესაძლებლობა უნდა გამოვიყენო, ყველაფერს ვიზამ, რომ ეს პოზიცია შევინარჩუნო.
არ ვიცი, ნოიერი რეაბილიტაციის რომელ ფაზაშია. ვხედავ, რომ მოედანს ნელ-ნელა უბრუნდება, რაც ძალიან მიხარია. ასეთი სერიოზული ტრავმის შემდეგ, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ თამაშში დაბრუნდე. იმედი მაქვს, რომ ის კვლავ მიიღებს სიამოვნებას ფეხბურთისგან", - განაცხადა შტეგენმა.