ხვალ, თბილისის დროით 23:00 საათზე გერმანიის ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში საფრანგეთს დაუპირისპირდება.
მატჩამდე ერთი დღით ადრე, შეხვედრაზე კომენტარი მიუნხენის ბაიერნის და საფრანგეთის ნაკრების ვინგერმა, კინგსლი კომანმა გააკეთა:
"ეს ქვეყანა ძალიან მომწონს, რადგან მანდ 7-8 წელია უკვე რაც ვცხოვრობ. გერმანულ კულტურას და თვითონ ქვეყანას ძალიან მივეჩვიე - ჩემთვის ეს თითქმის საშინაო მატჩია, თუმცა, დორტმუნდში ვითამაშებთ, რომელიც ჩვენი მთავარი "მტრის" კლუბის ქალაქია.
ბოლო ტურნირებზე გერმანიის ნაკრები წარუმატებლად ასპარეზობს, მაგრამ, ის მაინც ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანაა. ვიცი, რომ მათთვი ამხახნაგური მატჩი არ არსებობს. ძალიან მაგარ თამაშს ველოდები", - განაცხადა კომანმა.
ცნობისთვის, იაპონიასთან წაგებული შეხვედრის შემდეგ, გერმანიის ნაკრებმა ჰანს ფლიკი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა.