ხვალ, თბილისის დროით 23:00 საათზე გერმანიის ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში საფრანგეთს დაუპირისპირდება.
მატჩამდე ერთი დღით ადრე, ბუნდესლიგის ოფიციალური ვებ-გვერდი მიუინხენელთა სავარაუდო სასტარტო შემადგენლობას ასახელებს:
გერმანია (4-2-3-1): ტერ შტეგენი - ჰენრიხსი, რუდიგერი, შლოტერბეკი, გოსენსი - კიმიხი, გიუნდოგანი - ჰოფმანი, მიულერი, სანე - გნაბრი.
ცნობისთვის, იაპონიასთან წაგებული შეხვედრის შემდეგ, გერმანიის ნაკრებმა ჰანს ფლიკი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა.