როგორც უკვე მოგახსენეთ, გერმანიის ფეხბურთის ფედერაციამ ჰანსი ფლიკი ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გადააყენა - ფლიკის გადაყენების საკითხი ბოლო პერიოდში ნაჩვენები წარუმატებელი შედეგების შემდეგ დადგა დღის წესრიგში.
გერმანული მედია 58 წლის სპეციალისტის ერთ-ერთ შემცვლელად ნიდერლანდების ნაკრების ყოფილ მთავარ მწვრთნელს, ლუის ვან გაალს განიხილავს, რაზეც კომენტარი ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, ბასტიან შვაინშტაიგერმაც გააკეთა:
"ჩემი სურვილიცაა და მიმაჩნია, რომ გუნდისთვის საუკეთესო ვარიანტი ახლა სწორედ ვან გაალი იქნება!" - განაცხადა შვაინშტაიგერმა.
ცნობისთვის, გარდა შვაინშტაიგერისა, ვან გაალის დანიშვნის მომხრეა ფილიპ ლამიც და თავად ნიდერლანდელმა სპეციალისტმსაც გამოთქვა საამისო მზაობა.
გირჩევთ: ფილიპ ლამი ვან გაალის დანიშვნის მომხრეა - ბაიერნის ლეგენდამ ფლიკის პოტენციურ შემცვლელზე ისაუბრა