გერმანიის ბუნდესლიგის მე-5 ტურის შეხვედრაში მიუნხენის ბაიერნმა საკუთარ მოედანზე ბოხუმს უმასპინძლა და მეტოქე 7:0 გაანადგურა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე ჰეთ-თრიკის ავტორი ჰარი კეინი გახდა, რომელმაც უმაღლესი შეფასება (10) დაიმსახურა - მოგვიანებით მედიასთან კომენტარი ინგლისელმა ფორვარდმაც გააკეთა:
"ძალიან კარგად ვითამაშეთ და სწორი მენტალიტეტი გამოვავლინეთ. მარტივად ვითამაშეთ და ბურთითაც სწრაფად გადავადგილდებოდით. დღეს ყველა მოთამაშე ტოპ ფორმაში იყო. მეც თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი - გუნდს ნელნელა უკეთ ვეცნობი. ყველა თამაში და ყველაფერი ძალიან კარგი ტემპით მიმდინარეობს ჩემთვის", - განაცხადა კეინმა.