გუშინ, გერმანიის ბუნდესლიგის მე-5 ტურის შეხვედრაში მიუნხენის ბაიერნმა საკუთარ მოედანზე ბოხუმს უმასპინძლა და მეტოქე 7:0 გაანადგურა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე ჰეთ-თრიკის ავტორი ჰარი კეინი გახდა, რომელმაც უმაღლესი შეფასება (10) დაიმსახურა და გოლებთან ერთად, 2 საგოლე გადაცემაც გააკეთა.
კეინის ბრწყინვალე ფორმაზე კომენტარი რეკორდმაისტერის მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ ინგლისელს მომატება კიდევ შეუძლია:
"მას შეუძლია კიდევ უფრო უკეთ ითამაშოს და მოუმატოს, ამაში დარწმუნებული ვარ. ჰარი აკეთებს იმას, რასაც სულ აკეთებდა - იტანს გოლებს, ეხმარება თანაგუნდელებს და მოედანზე საკუთარ პასუხისმგებლობას და პიროვნებას მშვენივრად ავლენს - სამუშაო შესრულებულია!", - განაცხადა ტუხელმა.