მატის ტელი რომ ბრწყინვალე ფორმაშია ამაზე ყველა საუბრობს - ეს ყველაფერი კი იმის ფონზე, რომ 18 წლის ფრანგ ფორვარდს მიმდინარე სეზონში ძალიან ცოტა სათამაშო დრო ეძლევა და ბაიერნის სასტარტოდან არც ერთი შეხვედრა დაუწყია.
ტელმა ბოლო 6 მატჩში ჯამურად მოედანზე 73 წუთი გაატარა თავის გამოჩენა 4 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით მოახერხა, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალგაზრდა შემტევი საგოლე მოქმედებაში მონაწილეობას საშუალოდ ყოველ 14 წუთში ერთხელ იღებს.
ცნობისთვის, მატის ტელსა და ბაიერნს შორის არსებულ კონტრაქტს ვადა 2027 წელს გასდის.