ხვალ, გერმანიის თასზე მიუნხენის ბაიერნი სტუმრად პროისენ მიუნსტერს დაუპირისპირდება.
მატჩამდე ერთი დღით ადრე გამართულ პრესკონფერენციაზე ტომას ტუხელმა ამ ტურნირის ფორმატზე და მნიშვნელობაზე ისაუბრა:
"შეჯიბრის ფორმატი გასაოცარია - აუტსაიდერებს ყოველთის აქვთ შანსი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. არ აქვს მნიშვნელობა რომელი გუნდი ხარ, მუდამ გიწევს იპოვო გზა გამარჯვებისთვის. ეს არი ის, რასაც ჩვენ ველით საკუთარი თავისგან", - განაცხადა ტუხელმა.
ცნობისთვის, აღნიშნული შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.