რაფინია ამბობს, რომ ბაიერნი მას მიუნხენში გამოსამშვიდობებელ თამაშზე ესაუბრა:
"რუმენიგემ და ბაიერნის მთელმა საბჭომ კარი გამიღო, კარიერის იქ დასასრულებლად. ჩემთვის დიდი ჯილდო იყო მიუნხენის "ბაიერნისგან" ამის მოსმენა.
ბედნიერი ვარ რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ერთი თამაშია, მაგრამ ეს არის შესაძლებლობა და მე მინდა ამის გაკეთება, რადგან ჩემი კარიერის უმეტესი ნაწილი გერმანიაში გავატარე.
ვფიქრობ, ჩემი კარიერის დასაგვირგვინებლად, მიუნხენის ბაიერნში კიდევ ერთი თამაშის ჩატარება ცუდი სულაც არ იქნება. ეს ჩემი სურვილია, ჩემი ბოლო თამაში იქ იქნება, მხოლოდ ამის თქმა შემიძლია."
ცნობისთვის, ბრაზილიელმა მცველმა "ბაიერნში" 8 წელი გაატარა, 266 თამაშში - 6 გოლი გაიტანა და 24 ასისტი გააკეთა.