"თუ ეს შესაძლებელია, მაშინ ნამდვილად მინდა იქ წასვლა" - დე ლიხტი ბაიერნზე

"თუ ეს შესაძლებელია, მაშინ ნამდვილად მინდა იქ წასვლა" - დე ლიხტი ბაიერნზე

მოგეხსენებათ ნიდერლანდელი ფეხბურთელი, დე ლიხტი "ბაიერნში" 2022 წლის 19 ივლისიდან არის. ის მიუნხენში გადასვლას იხსენებს:

"ბაიერნი ჩემპიონთა ლიგაში "ვილიარეალმა" გამოთიშა და შემდეგ ჩემს აგენტს დაუკავშირდა. მათ მითხრეს: "ჩვენ ვეძებთ მცველს". შემდეგ ჩემმა აგენტმა შემატყობინა ამის შესახებ და მკითხა, მსურს თუ არა ბაიერნში წასვლა, მე მაშინვე ვუთხარი: "თუ ეს შესაძლებელია, მაშინ ნამდვილად მინდა იქ წასვლა". ეს იყო დაახლოებით მაისი ან ივნისი.

ბაიერნი, როგორც წესი, დაბალ პროფილს ინარჩუნებს ტრანსფერების კეთებისას. შესაძლოა, ჰარი კეინის ტრანსფერის შემთხვევაში ასე არ არის, მაგრამ ჩვეულებრივ "უცებ" გესმით, რომ ფეხბურთელი ბაიერნში მიდის. ჩემთანაც ასე იყო. ბევრი ჭორები არ გავრცელებულა, შემდეგ კი მოულოდნელად გაჩნდა, რომ "მიუნხენის ბაიერნი წავიდა დე ლიხტზე".

იუვენტუსში კარგი დრო გავატარე და იქაურობა მიყვარდა, მაგრამ როცა ისეთ კლუბს, როგორიც "ბაიერნი" უნდა შენთან გაფორმება, ყოველთვის არის შანსი მოიგო ჩემპიონთა ლიგა, მოიგო ლიგა... დიდხანს ფიქრიც არ დამჭირვებია ამასთან დაკავშირებით."
- ამბობს დე ლიხტი "Voetbalzone" -თან ინტერვიუში.


5-10-2023, 20:11
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 44 8 36 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 10 2 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 9 2 6 1
5
თომას მიულერი
გოლი: 7 1 5 1
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 11 3 8 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 9 1 7 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0