მოგეხსენებათ, ზეგ - 8 ოქტომბერს, თბილისის დროით 19:30 საათზე "ბაიერნი" "ფრაიბურგს" დაუპირისპირდება.
ტუხელმა კონფერენციაზე ამ თამაშის მოლოდინებზე ისაუბრა:
"ჩვენ ვიცით დავალების სირთულე. ფრაიბურგი ძალიან ხშირად ცვლის ფორმირებას, ასე რომ, არც კი ვიცი, შეგვიძლია თუ არა მოვემზადოთ ყველა შესაძლო შემთხვევისთვის.
მე დარწმუნებული ვარ, ფრაიბურგი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ თამაში რაც შეიძლება გაგვირთულდეს. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ამისთვის. ჩვენ უნდა მოვიგოთ, მაგრამ ვიცით, რომ რთული იქნება." - ამბობს ტუხელი.