"მოხარული ვარ, რომ შევძელი კონტრაქტის გახანგრძლივება ბაიერნთან კიდევ ერთი წლით. ყოველდღე მიხარია სტადიონზე სიარული. პირადად ჩვენ აქ ვართ დასახლებულები, როგორც ოჯახი.
ვფიქრობ, ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ მუშაობას და დავრჩები აქ ჩემი კარიერის შემდეგაც, ჩვენი შვილები აქ დაიბადნენ, მიუნხენი ჩვენი სახლი გახდა. ახლაც თავს კარგად და ფორმაში ვგრძნობ, აქ ჩემი დავალებები მსიამოვნებს. მე არ ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში კარიერის დასრულება მინდა." - ამბობს ულრაიხი
- წარმოგიდგენიათ ბაიერნში კარიერის დასრულების შემდეგ სხვა როლში დარჩენა?
ულრაიხი: "რა თქმა უნდა. ორივე მხრიდან უნდა იყოს ინტერესი, მაგრამ წარმომიდგენია. უნდა ვნახოთ, რომელ როლში - არაფერს გამოვრიცხავ".