მოგეხსენებათ, ხვალ თბილისის დროით 23:55-საათზე მიუნხენის "ბაიერნი" სტუმრად - მანჩესტერ "იუნაიტედს" დაუპირისპირდება.
მატჩისწინა პრესკონფერენციაზე კი ჯამალ მუსიალამ ისაუბრა:
"თავს კარგად ვგრძნობ და ძალიან ბევრს ვვარჯიშობ იმისთვის, რომ ფორმაში ვიყო. გუნდი მზად არის სათამაშოდ."
მან ასევე აინტრახტთან მარცხზეც ისაუბრა:
"აინტრახტთან თამაშამდე, ვარჯიშის ძალიან კარგი კვირა გვქონდა, ამიტომაც გასაკვირი იყო ასეთი მარცხი. ახლა კი ყურადღება იუნაიტედზეა და გვაქვს შესაძლებლობა, კვლავ განვავითაროთ თავდაჯერებულობა."
მუსიალა ხვალინდელ თამაშზე:
"ჩვენ ყოველთვის გვინდა მოვიპოვოთ გამარჯვება და გვინდა გავაგრძელოთ ჩვენი წაუგებელი სერია ჩემპიონთა ლიგაზე. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი თამაშია."