მიუნხენის "ბაიერნისა" და ალფონსო დეივისის მენეჯმენტს შორის მოლაპარაკებები კვლავ გართულებულია. ამ მოლაპარაკებებს ხელმძღვანელობს "ბაიერნის" სპორტული დირექტორი - კრისტოფ ფროინდი.
დეივისი ყოველწლიურად 10-13 მილიონ ევროს ითხოვს ახალი კონტრაქტისთვის, მაგრამ ბაიერნს არ სურს გადაუხადოს მას ეს თანხა, მიზეზი კი მათი უკმაყოფილებაა, ისინი ამჟამად ბოლომდე არ არიან კმაყოფილები მისი გამოსვლებით ბოლო რამდენიმე კვირაში და თვეში.
თუ ის არ გააუმჯობესებს შედეგს ან არ შეამცირებს თავის მოთხოვნებს, დეივისი იქნება აშკარა გასაყიდი კანდიდატი მომავალ ზაფხულს. მადრიდის "რეალი" კი დაინტერესებულია მისით და ზაფხულში შეძენა სურთ.