"ბაიერნის" მწვრთნელმა თომას ტუხელმა ორშაბათს მატჩისწინა პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირი და ინგლისის კაპიტანი ჰარი კეინი პირველად დაუბრუნდება ინგლისურ ფეხბურთს სამშაბათს ღამით, მას შემდეგ რაც ზაფხულში გერმანულ კლუბში გადავიდა.
ტუხელმა თქვა: "ყველა გუნდის გულშემატკივარს სურს, რომ კეინი მათ საყვარელ კლუბებში იხილონ. ამიტომ ჩვენ ძალიან ვამაყობთ, რომ შევძელით მისი მოხიბვლა და მოვახერხეთ მისი "მოპარვა" პრემიერ ლიგიდან და ინგლისური ფეხბურთიდან.
ის არის თავისი ეროვნული ნაკრების კაპიტანი, დიდი პიროვნება, დიდი მოთამაშე და ძალიან თავმდაბალი ადამიანი. ის არის მისაბაძი მაგალითი, ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ, რომ კეინი ჩვენთანაა." - ამბობს ტუხელი.