მიუნხენის "ბაიერნის" ვარსკვლავი ჯამალ მუსიალა ტრავმისგან თავის დაღწევას ჯერ კიდევ აგრძელებს, მაგრამ შესაძლოა დღეს, მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშოს.
მუსიალას დიდი სურვილი აქვს წითელი ეშმაკების დამარცხების - განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ბავარიელები შაბათ-კვირას ფრანკფურტის აინტრახტმა შეარცხვინა.
"ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ გავაკონტროლოთ თამაში, ეს ჩვენი სტილია. ისინი განსაკუთრებით სახიფათოები არიან წინსვლისას და რა თქმა უნდა, ძნელი დასამარცხებელი გუნდია."
მუსიალა თამაშის ხარისხზე:
"ვფიქრობ, შესანიშნავი ატმოსფერო იქნება. "იუნაიტედს" ბევრი კარგი და ცუდი თამაშები ჰქონდა ამ სეზონში, მაგრამ თამაშის დღეს მზად იქნებიან და ნამდვილად კარგი ხარისხი ექნებათ." - ამბობს მუსიალა.