მიუნხენის "ბაიერნის" გარემარბმა კინგსლი კომანმა იცოდა, რომ გუნდის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფი წარმოუდგენლად რთული იქნებოდა, როგორც კი დაინახა, რომ მეტოქეები მანჩესტერ იუნაიტედი, კოპენჰაგენი და გალათასარაი იქნებოდნენ.
"ეს არ არის გასაკვირი, რადგან ვიცი, რომ ჩემპიონთა ლიგა რთულია. მე ვიცი, რომ ისინი კარგი გუნდები არიან. გალათასარაიმ იყიდა რამდენიმე კარგი ფეხბურთელი, რომლებიც მიჩვეული იყვნენ მაღალ დონეზე თამაშს.
გამიკვირდა, რომ კოპენჰაგენმა აჯობა, მართლა კარგები არიან. ვიცოდი, რომ ეს არც ისე ადვილი იქნებოდა, როგორც ხალხს ეგონა, ჩემპიონთა ლიგა არასოდეს არის ადვილი.“ - განუცხადა კომანმა Sky Sports News-ს.