მოგეხსენებათ, უნდა გაფორმებულიყო ახალი კონტრაქტი "ბაიერნსა" და მიულერს შორის. კონტრაქტი ოფიციალურად 2025 წლამდე გახანგრძლივდა და მიულერი ამასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს:
"მოხარული ვარ, რომ ჩემი მოგზაურობა ბაიერნში გრძელდება. მინდა ჩემი წვლილი შევიტანო იმისთვის, რომ ვიყოთ წარმატებულები - როგორც გუნდი და როგორც მთელი კლუბი.
ჩემი მიზანია დავეხმარო გუნდს მართვაში. გუნდი სწორი მიმართულებით წავიყვანო. მე მინდა გავახარო ჩვენი გულშემატკივარი გოლებით, პასებით, თამაშისადმი ჩემი სიყვარულით, ფეხბურთისადმი ჩემი გატაცებით - და იმედია, კიდევ ბევრი ტიტულით." - ამბობს მიულერი.