ფაბრიციო რომანოს ცნობით, მიუნხენის "ბაიერნი" სულ უფრო უახლოვდება "პსჟ"-ს მცველის, ნორდი მუკიელეს შეძენას.
მიუნხენის "ბაიერნი" უკვე ერთ კვირაზე მეტია ფრანგთან არის დაკავშირებული და სამივე მხარეს გარიგების დასრულებას სურს.
ნდობა იზრდება როგორც ბაიერნში, ასევე ნორდი მუკიელეს მხარეში, რადგან პოზიტიური კონტაქტები კვლავ მიმდინარეობს მისი იჯარით გადასვლისთვის.
ბაიერნმა პსჟ-ს განუცხადა, რომ მზად არიან დაფარონ მუკიელეს ხელფასის 100% ივნისამდე. მოლაპარაკებები გრძელდება.